აურელია

აურელია (Aurelia aurita), უხერხემლო ცხოველი ნაწლავღრუიანთა კლასისა. ფართოდაა გავრცელებული ზღვებსა და ოკეანეებში. დიდი რაოდენობით გვხვდება შავი ზღვის საქართველოს სანაპიროებთან. აქვს 40 სმ-მდე დიამეტრის ქოლგისებრი, უფერო, გამჭვირვალე, ლაბოვანი სხეული. იკვებება წვრილი კიბოსნაირებით, თევზების ქვირითითა და პატარ-პატარა ცხოველებით. ცუდად ცურავს. ა., სხვა ახლობელი მედუზების მსგავსად, იჭმევა. იაპონიასა და ჩინეთში მოწყობილი აქვთ ამ მედუზების სპეც. სარეწები, სადაც ყოველწლიურად ათასობით ტონა ე. წ. „ბროლის ხორცს“ ამზადებენ.