აფაქიძე ვალენტინ ანდრიას ძე

აფაქიძე ვალენტინ ანდრიას ძე (17. III. 1904, სოფ. ფახულანი, ახლანდ. წალენჯიხის მუნიციპალიტეტი, – 29. X. 1969, მოსკოვი), გენერალ-მაიორი (1945). რუსეთის სამოქალაქო ომის (1918–20) მონაწილე. 1922–24 იბრძოდა შუა აზიაში ბასმაჩების წინააღმდეგ. დაამთავრა თბილ. ქვეითთა სამხ. სკოლა (1928), მ. ფრუნზეს სახ. სამხ. აკადემიასთან არსებული უმაღლეს მეთაურთა კურსები (1948). 1940-იდან მეთაურობდა 112-ე მსროლელი დივიზიის 524-ე მსროლელ პოლკს. II მსოფლიო ომის დროს იბრძოდა ბალტიისპირეთში. 1941 ივლ. მძიმედ დაიჭრა. 1942-იდან იყო პოდოლსკის სამხ. სასწავლებლის უფროსი. 1953–60 მუშაობდა სსრკ თავდაცვის სამინისტროს აპარატში. 1960-იდან თადარიგში იყო. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, 2 წითელი დროშის, სამამულო ომის I ხარისხის, წითელი ვარსკვლავის ორდენებითა და მედლებით.

ნ. კალაძე