აფაქიძე შალვა პლატონის ძე

აფაქიძე შალვა პლატონის ძე (4. II. 1897, თბილისი, ‒ 16. I. 1988, იქვე), კინოოპერატორი. წარმოების ორგანიზატორი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1967).

გადაიღო დოკუმენტური სიუჟეტები და ფილმები: „მეღორეობა“ (რეჟ. ვ. შველიძე, (1929), „საკოლმეურნეო მშენებლობა“, „საქართველოს მეცხვარეობა“, (ორივეს რეჟ. ვ. შველიძე, 1930), „თბილისის მაუდის ფაბრიკა“ (რეჟ. გაჩავა, 1930), „ივერია“ (რეჟ. ნ. ღოღობერიძე, 1931), „ოსეთის სამხედრო გზა“ (რეჟ. ნ.ღოღობერიძე, 1932), „თბილისი“ (რეჟ. ვ. მიტროფანოვი, ვ. როკი, 1935), „ერთი დღე ბათუმში“, (ვ. როკი, 1936) და სხვ. სააგიტაციო პროპაგანდისტული ფილმები: „მეღორის ბედნიერება“ (რეჟ. ვ. სიდამონ-ერისთავი, 1931, ფილმი აკრძალეს) და „ლურსმანი ჩექმაში“ (რეჟ. მ. კალატოზიშვილი, 1931); იყო დამდგმელი ოპერატორი მხატვრული ფილმებისა: „უჟმური“ (რეჟ. ნ. ღოღობერიძე, 1934), „არშაულა“ (ა. პოლიკევიჩთან და დ. კანდელაკთან ერთად. რეჟ. დ. რონდელი, 1935), „დარიკო“ რეჟ. ს. დოლიძე, 1936), „მეგობრობა“ (რეჟ. ს. დოლიძე. 1940) და სხვ. 1941–50 მუშაობდა მოსკოვში, რსფსრ კინემატოგრაფიის სამინისტროში, მხატვრული ფილმების წარმოების სამმართველოს უფროსის მოადგილედ, „სოვექსპორტფილმის“ მმართველის მოადგილედ, გერმანია-სსრკ კინოსააქციო საზ-ბის სამმართველოს თავ-რედ. 1950-იდან მოღვაწეობდა საქართველოში. სხვადასხვა თანამდებობაზე. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

ა. გვენცაძე