აფენი

აფენი, აფენისხევი, მდინარე შიგნიკახეთში, ლაგოდეხის მუნიციპ-ში, არეშის (ალაზნის აუზი) მარჯვ. შენაკადი. სიგრძე 23 კმ, აუზის ფართ. 36 კმ². სათავე აქვს ჩადუნიანისთავის სამხრ. კალთაზე. საზრდოობს წვიმისა და მიწისქვეშა წყლით.