აფშილები

აფშილები, აფსილები (ბერძნ. Apsiloi, ლათ. Absilae), ისტ. კოლხეთის სამეფოს ტერიტორიაზე მოსახლე ტომი. პირველად იხსენიებს რომაელი ავტორი გაიუს პლინიუს სეკუნდუსი (I ს.) სებასტოპოლისის (ახლანდ. სოხუმის) ახლოს, მის სამხრეთით. II საუკუნიდან ჰქონდათ საკუთარი სამთავრო, რ-ის გამგებელს რომის იმპერატორი ამტკიცებდა (იხ. აფშილეთი). მათი ეთნიკური კუთვნილების შესახებ წყაროებში ცნობები არ მოგვეპოვება. სახელწოდების მიხედვით მკვლევართა ნაწილი მათ მიიჩნევს თანამედროვე აფხაზთა (აფსუების) წინაპრებად. ხოლო ნაწილი–ქართველურ ტომად. IV ს-იდან შედიოდნენ ლაზიკის სამეფოში. VII ს. I ნახევარში აბაზგები|აბაზგებთან გაერთიანდნენ, მათი ნაწილი კი დასავლურ-ქართულ ტომებს შეერწყა. VIII ს. შემდეგ წყაროებში მათ ცალკე აღარ იხსენიებენ.

ლიტ. იხ. სტ-თან აფშილეთი.

ნ. ლომოური