აფშინაშვილი გრიგოლ ნადირას ძე (1866, სოფ. ხოშარა, ახლანდ. დუშეთის მუნიციპალიტეტი, ‒ 1960, სოფ. ზემო ხოდაშენი, ახმეტის მუნიციპ.), მწერალი, პედაგოგი, ეთნოგრაფი, ფოლკლორისტი, დაამთავრა გორის საოსტატო სემინარია. მასწავლებლობდა კახეთსა და საინგილოში. აქვეყნებდა მოთხრობებს, კორესპონდენციებს, ფშაური პოეზიის ნიმუშებსა და წერილებს ჟურნალ-გაზეთებში („ჯეჯილი“, „კვალი“, „აკაკის კრებული“, „ივერია“). როგორც ფოლკლორისტი და ეთნოგრაფი, ძმები რაზიკაშვილების (ვაჟა, ბაჩანა, თედო) მიმდევარი იყო. წერდა „ფშავლიშვილის“, „ზეზვას“, „გადამთიელის“ ფსევდონიმებით.
გ. ჯავახიშვილი
დ. გოგოჭური