„აფხაზეთი“

„აფხაზეთი“, სასტუმრო თბილისში, გაიხსნა 1962 (არქიტ. თ. შუბლაძე). შენობა იყო შვიდსართულიანი 436 საწოლი ადგილით. ჰქონდა რესტორანი 112 დასაჯდომი ადგილით, საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები და სხვ. XX ს. 90-იანი წლების დასაწყისში, სამაჩაბლოს კომფლიქტის შემდეგ, სასტუმროს შენობაში განთავსდნენ დევნილთა ოჯახები, რ-ებიც აქ 2011-მდე ბინადრობდნენ. მოგვიანებით განხორციელდა შენობის დემონტაჟი.