გიორგი ალასტანელი

გიორგი ალასტანელი (გ. 6. VIII. 1373), „პროვინციის მეფე“, ძე ანდრონიკე „პროვინციის მეფისა", დავით VIII-ის შვილიშვილი.

საქართველოს ცენტრ. ხელისუფლების დასუსტებასთან ერთად ალასტანელი უფლისწულები (იხ. სტ. ალასტანელები ) „გახელმწიფებას" ცდილობდნენ და „პროვინციის მეფეებად" იქცნენ. გ. ა-ს, როგორც ჩანს, საქართვ. სამეფო კართან უკმაყოფილება არ ჰქონია. დაიღუპა თურქ დამპყრობლებთან ბრძოლაში.

1433 მეფე ალექსანდრე I დიდის მიერ მცხეთის სვეტიცხოვლისთვის გადაცემული შეწირულების წიგნიდან ვიგებთ, რომ კათოლიკოს თეოდორეს თურქთაგან გ. ა-ის მოწამებრივი სიკვდილის მაგალითით ჯარი გაუმხნევებია [„ამა უსჯულოთა (აგარის) ნათესავთა ანდრონიკეს შვილი ალასტანელი გიორგი მოუკლავს და მრავალნი ქრისტიანელნი წამებითა აღუსრულებიან"].

ლიტ.: ბ ე რ ძ ე ნ ი შ ვ ი ლ ი  ნ., ფეოდალური ურთიერთობიდან XV საუკუნეში, წგ.: საქართველოს ისტორიის საკითხები, წგ. 2, თბ., 1965; კ ა კ ა ბ ა ძ ე  ს., მეფე გიორგი, ანდრონიკეს შვილი ალასტანელი, წგ.: წვრილი შტუდიები საქართველოს ისტორიის საკითხების შესახებ, ტფ., 1914; ნ ი ნ ი ძ ე  დ., „პროვინციის მეფეები" XIV–XV საუკუნეების საქართველოში, თბ., 1995; ო დ ი შ ე ლ ი  ჯ., აღმოსავლეთ საქართველოს პოლიტიკური ისტორიისათვის (XIV–XVII სს.), კრ.: XIV–XVIII სს. რამდენიმე ქართული ისტორიული დოკუმენტი, თბ., 1964.

ჯ. ოდიშელი