ახაშალა, ახაშვალა (აფხ., სიტყვასიტყვით – ზედმეტი, საზ-ბის გარეშე მდგომი), ყმა გლეხების კატეგორია ფეოდ. აფხაზეთში.
არ გააჩნდათ ოჯახი და საკუთრება (იგივეა, რაც იმერული და მეგრულო მოჯალაბე). ა. ტყვე, ნასყიდი, გაჩუქებული, მზითევში მოყვანილი გლეხი იყო. ა-ები შეადგენდნენ დამოკიდებული მოსახლ. 4 – 5%-ს. მიწაზე მომაგრებული და დაოჯახებული ა. ახოიუ ხდებოდა.
ლიტ.: Дзидзария Г. А., Народное хозяйство и социальные отношения в Абхазии в XIX в., Сух., 1958.
ზ. ანჩაბაძე