ახვლედიანი აზიზ არიფის ძე (15. VII. 1928, მახინჯაური – 21.II.2016), ლიტერატურათმცოდნე, ფოლკლორისტი. ფილოლ. მეცნ. კანდიდატი (1967). ბათუმის შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. უნ-ტის რექტორი (1991-იდან).
დაამთავრა ბათუმის პედ. ინ-ტის ფილოლ. ფაკ-ტი. მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკად. ბათუმის სამეცნ.-კვლ. ინ-ტში მეცნ. მუშაკად, განყ-ბის გამგედ (1959 – 71), გამომც. „აჭარის“ დირექტორად (1972 – 91). იყო საქართვ. კულტ. ფონდის აჭარის განყ-ბის თავ-რე. სამეცნ. მოღვაწეობა დაიწყო1952-იდან. ბათუმის უნ-ტში კითხულობდა ძვ. ქართ. ლიტ-რის ისტორიის კურსს; მისი კვლევის ობიექტი უპირატესად იყო ქართ. ხალხ. სიტყვიერება, მნიშვნელოვანია მისი წვლილი ქართ.
წიგნის გამოცემისა და პოპულარიზაციის საქმეში (გამოსცა რამდენიმე მივიწყებული, ბიბლიოგრ. იშვიათობად ქცეული წიგნი). აღსანიშნავია ა-ის ნაშრომები: „აჭარის მუშათა ზეპირსიტყვიერება“ (ბათ., 1966), „აჭარის საგმირო-საისტორიო სიტყვიერება“ (ბათ., 1968), „აჭარის ხალხური პოემა“ (ტ. I, თბ., 1965, თანაავტორი), „ქართული ზღაპრები“ (ბათ., 1983, თანაავტორი), „ჩამოთქვი ჩემო ჩონგურო“ (ბათ., 1987, თანაავტორი).
გ. შარაძე