ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმი

ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმი (საქართვ. ხელოვნების მუზეუმის ფილიალი), გაიხსნა 1976, დაცულია ე. ახვლედიანის ბინის ინტერიერი, მისი ტილოები, პასტელით შესრულებული სურათები, გრაფიკა, მხატვრის მიერ შეგროვებული ხალხ. კერამ. და ლითონის ჭურჭლის დიდი კოლექცია, ფოტომასალა.

სახლ-მუზეუმი ეწევა საგანმან. მუშაობას; ტარდება პიანისტ-შემსრულებელთა კონცერტები, ახალგაზრდობის შეხვედრები, სხვადასხვა მხატვართა გამოფენები და მისთ. სახლ-მუზეუმი მდებარეობს თბილისში, ქიაჩელის ქ. № 14, სადაც ე. ახვლედიანი ცხოვრობდა 1938–75 წლებში.

ე. ახვლედიანი