ახიბოხი, მთა ბზიფის ქედზე, (აფხაზეთის არ), სიმაღლე 2634 მ.
აგებულია ზედაიურული და ქვედაცარცული კირქვებით. დამახასიათებელია რელიეფის კარსტული ფორმები. კალთების ქვედა ნაწილი შემოსილია ტყით, ზედა – სუბალპ. და ალპ. მდელოებით.
მთაზე, ზ. დ. დაახლ. 2400 მ სიმაღლეზე, გახსნილია გამჭოლი ბუნებრივი გვირაბი – ა-ის „ფანჯარა“, რ-იც წარმოადგენს კარსტული მღვიმის ფრაგმენტს.