ახმეტელი (ახმეტელაშვილი) სტეფანე გიორგის ძე (1877, სოფ. ანაგა, ახლანდ. სიღნაღის მუნიციპალიტეტი – 1922, რიაზანი რუსეთი), საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918 – 21) სამხედრო მოღვაწე. გენერალ-მაიორი (1918).
დაამთავრა სუმის კადეტთა კორპუსი, შემდგომ – იუნკერთა სასწავლებელი. რუს.-იაპ. (1904 – 05) და I მსოფლიო (1914 – 18) ომების მონაწილე.
საქართველოს დამოუკიდებლობის წლებში სახალხო გვარდიის თბილ. გარნიზონის უფროსი. 1919–21 საქართველოს სასაზღვრო დაცვის მეთაური თავდაცვის საბჭოს წევრი.
1921 კოჯრის მიდამოებში იბრძოდა რუს. მე-11 არმიის წინაღმდეგ. იმავე წელს იქნა რეპრესირებული. გარდაიცვალა რიაზანის საპყრობილეში. დაჯილდოებულია წმ. ანას, წმ ვლადიმერის და თამას მეფის ორდენებით.
ლიტ.: მგელაძე ვ., რუსეთის მობრუნება საქართველოში, პარიზი, 1936.
თ. მურმანიშვილი