აფხაზური ცხენკალია

აფხაზური ცხენკალია [Chorthippus (Clyptobothrus) abchasicus], მწერი სწორფრთიანთა რიგისა. კავკასიონის მთავარი ქედის დას ნაწილის ენდემი. სხეული მოგრძო აქვს – დედლისა 5 სმ, მამლისა 1,5 სმ არ აღემატება. მურა ფერისაა, მხოლოდ უკანა კიდურების წვივები აქვს ხშირად მოწითალო. ორივე სქესის ზედა ფრთები მოკლეა – მამლისა მენჯის შუამდე ძლივს აღწევს, დედლისა კი უფრო მოკლეა. იგი გვხვდება მხოლოდ სამეგრელოს ქედზე, აფხაზეთში და კრასნოდარის მხარის სამხრ-ით მაღალ მთიანეთში ტყის ზედა საზღვართან სუბალპ. და ალპ. მდელოებზე.

ა. ც. მიეკუთვნება Corthippus-ის გვარს, რ-იც მოიცავს გარეგნულად მსგავს 100 სახეობას, ამათგან 9 საქართველოში გვხვდება. ფართოდ გავრცელებულ სახეობებთან ერთად (ცვალებადი ცხენკალია – Ch. biguttalus, პატარა ცხენკალია – Ch. mellis, მურა ცხენკალია – Ch. macrocerus და სხვ.), ამიერკავკ. მთიანეთისათვის დამახასიათებელია მთელი რიგი ვიწრო ენდემური სახეობები და ქვესახეობები (Ch. demokielovi, Ch. mistshenkoi, Ch. pygmaeus).

მ. სტოლიაროვი