აქაველები, 1. ერთ-ერთი ძირითადი ძვ. ბერძნული ტომი, რ-იც თავდაპირველად თესალიაში (ჩრდ. საბერძნეთი) სახლობდა. 2. ანტიკური ცნობების თანახმად, შავი ზღვის აღმ. სანაპიროზე მოსახლე დასავლეთკავკასიელი ხალხი. პლინიუსი|პლინიუსის მიხედვით, მრავალ ტომად იყოფოდნენ. ემეზობლებოდნენ კერკეტებს, ჯიქებსა და ჰენიოხებს. მათ ქვეყანას აქაია ეწოდებოდა, აქვე იხსენიებენ მდინარე აქაიოსს. სახელწოდებათა იდენტურობის საფუძველზე ძველად ა-ს მიიჩნევდნენ კავკასიაში შემორჩენილ ბერძნებად, რ-ებმაც თითქოს იასონთან ერთად ილაშქრეს და დროთა განმავლობაში ადგილ. ტომებს შეერივნენ. თანამედროვე მეცნიერები მათ ერთ-ერთ ქართველურ ან კავკ. (მთიელ) ტომად თვლიან.
ლიტ.: გორდეზიანი რ., „ილიადა“ და ეგეოსური მოსახლეობის ისტორიისა და ეთნოგენეზის საკითხები, თბ., 1970.
რ. გორდეზიანი