აღა-მაჰმად-ხანი

აღა-მაჰმად-ხანი, აღა-მოჰამედ-ხანი (1742–1797), ირანის გამგებელი 1794-იდან, შაჰი – 1796-იდან. ყაჯართა დინასტიის დამაარსებელი. ა. მცირეწლოვანი იყო, როცა ტყვედ ჩაიგდო და დაასაჭურისა ნადირ-შაჰის ძემ ადილ-შაჰ ავშარმა. 1795 გაილაშქრა აზერბაიჯანსა და საქართველოზე, დაარბია თბილისი (იხ. კრწანისის ბრძოლა 1795), ხოლო საქართველოდან დაბრუნებისა და ირანის შაჰინშაჰის ტიტულის მიღების შემდეგ (1796) დაიპყრო ხორასანი. 1797 სამხრ. კავკასიაში მეორედ ლაშქრობისას ა. შუშაში (აზერბაიჯანი) მოკლეს თავისმა მსახურებმა.

ლიტ.: შარაშენიძე ზ., ირანი XVIII საუკუნის მეორე ნახევარში, თბ., 1970.

ზ. შარაშენიძე