აღბუღა I, ჯაყელი, სამცხის ათაბაგი, საქართველოს ათაბაგ-ამირსპასალარი XIV ს. II ნახევარში. სჯულმდებელი. თავისი პაპის, ბექა მანდატურთუხუცესის, სამართლის წიგნი განაახლა და საკუთარი კანონებით შეავსო. ეს კანონები ცნობილია „აღბუღას სამართლის“ სახელწოდებით (იხ. „წიგნი სამართლისა კაცთა შეცოდებისა ყოვლისავე“).
ლიტ.: დოლიძე ი., ძველი ქართული სამართალი, თბ., 1953; კაკაბაძე ს., სჯულმდებელთა ბექას და აღბუღას ვინაობა, ტფ., 1912; [ხიზანაშვილი ნ.] ურბნელი ნ., ათაბაგნი ბექა და აღბუღა და მათი სამართალი, წგ.: რჩეული იურიდიული ნაწერები, ი. დოლიძის გამოც., თბ., 1982.
ი. დოლიძე