აღდგომლიანთკარი

აღდგომლიანთკარი (ყოფ. აღდგომელაანთკარი), სოფელი მცხეთის მუნიციპალიტეტში (მცხეთა-მთიანეთის რეგიონი), მუხრანის ვაკეზე, მდ. არაგვის მარჯვ. მხარეს. თემის ცენტრი (სოფლები: ა., ახალდაბა, ნავაზი, უფურეთი, ფრეზეთი). ზ. დ. 580 მ, მცხეთიდან 15 კმ. 431 მცხ. (2014).