აღვირი, ცხენის აღკაზმულობის ნაწილი. შედგება ლითონის ლაგმისა და თასმებისაგან. ლაგმის რგოლებში გაყრილია სადავეები და გვერდითი თასმები, რ-ებზეც მიბმულია საცხვირე და საშუბლე. გვერდით თასმებს ზემოთ მიკერებული აქვს ყურებზე გადასაცმელი და ყელსქვედა თასმები. ა-ის ტოტები ბოლოში კვანძითაა შეერთებული. სადღესასწაულო ა-ის თასმები შემკული იყო ვერცხლის ნაირნაირი ღილებით – პეპლებით.
ნ. აზიკური