გრემისხევის სამაროვანი, ძვ. წ. VIII–VII სს. ძეგლი გრემისხევის თემში (დუშეთის მუნიციპალიტეტი), მდ. ნარეკვავის (არაგვის მარჯვ. შენაკადი) მარჯვ. ნაპირას, ადგილ „ნამზღვლევში". 1975 გათხარეს (ექსპედიციის ხელმძღვანელი ლ. წითლანაძე) ორმოსამარხები, სადაც ხელფეხმოკეცილი მიცვალებულები ესვენენ მარჯვ. ან მარცხ. გვერდზე. ჩატანებული ჰქონდათ ჭურჭელი (თიხის კოჭბები, ლანგრები, ქოთნები, სამარილეები), იარაღი (რკინის შუბისპირები, ბრტყელი ქუსლამოღარული ისრისპირები), სამკაული (მძივები, კილიტები, საკინძები, სამაჯურები). მსგავსება ჩანს საქართვ. ტერიტორიაზე (მცხეთა, რენე და სხვ.) აღმოჩენილ ამავე დროის სხვა მასალასთან.
ლიტ.: Ц и т л а н а д з е Л., М е н а б д е М., Исследования в ущелье р. Нареквави, კრ.: Археологические открытия 1975 года, М., 1976; Ц и т л а н а д з е Л., К и г у р а д з е Т., М и р ц х у л а в а Н., Основные итоги работ Нареквавской археологической экспедиции, კრ.: Полевые археологические исследования в 1975 году, М., 1979.
ლ. წითლანაძე