აღრიქარი

აღრიქარი, მთა დმანისისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების საზღვარზე, ჯავახეთის ქედის ჩრდ. ნაწილში, მდ. აღრიქარის (ხრამის სისტემა) სათავეში. სიმაღლე 2972 მ. აგებულია მეოთხეული დოლერიტული, ბაზალტური და ანდეზიტური ლავებით. გუმბათისებრია, კალთები სუსტად დახრილია. შემოსილია სუბალპ. და ალპ. მდელოებით.

დ. უკლება