აშურიანი

აშურიანი, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, XI ს. მცირე ზომის ერთნავიანი ეკლესია. მდებარეობს ქ. კასპის ჩრდ.-აღმ-ით 10 კმ-ზე თეთრახევში. ინტერიერი და ფასადები სადაა და მარტივი. ნაგებია აგურითა და ნატეხი ქვით კამარა და სახურავი დაზიანებულია. კედელზე ორი წარწერაა, რ-თაგან ერთი დაცულია გორის, ხოლო მეორე – კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმებში. გორის მუზეუმში დაცული წარწერა გვამცნობს, რომ ა. 1032 აუგია ეპისკოპოს ილარიონს (იხ. ილარიონ სამთავნელი), სამთავისის ცნობილი კათედრალის ხუროთმოძღვარს.