აცრა

აცრა, ადამიანისა და ცხოველის ორგანიზმში ვაქცინების ან სპეციფიკური შრატის შეყვანა ინფექციური დაავადების სამკურნალოდ ან პროფილაკტიკისათვის. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პროფილაკტ.-დაცვით ა-ს. საქართველოში ყვავილის ა. – ვარიოლაცია (ყვავილის ბუშტუკის შიგთავსის შეყვანა ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმში დაავადების მძიმე ფორმის თავიდან ასაცილებლად) უძველესი დროიდან იყო ცნობილი და გამოჩენილი გერმ. მედიცინის ისტორიკოსების ტ. მაიერ-შტაინეგისა და კ. ზუდჰოფის აზრით, საქართველოდან არის გავრცელებული ინგლისში (იხ. მედიცინის ისტორია, მოსკოვი, 1925). ე. ჯენერის მიერ ჩატარებული ყვავილის ა-მდე 24 წლით ადრე, 1772, ი. გიულდენშტედტი აღნიშნავდა, რომ მისი თანდასწრებით 100 ბავშვს გაუკეთდა ყვავილის ა. (იხ. მისი „მოგზაურობა საქართველოში“, თბ., 1962, ტ. 1, გვ. 62–63).

რ. შენგელია