ბებუთოვი არსენ ივანეს ძე

ბებუთოვი არსენ ივანეს ძე (16. VI. 1834, თბილისი, – 10. II.1913, იქვე), რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი (1892), სომხური წარმომავლობის ქართველ თავადთა საგვარეულოს წარმომადგენელი.

დაამთავრა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზია (1856). მსახურობდა ჯერ სამოქალაქო უწყებაში, შემდეგ არმიაში. მონაწილეობდა რუს. ოსმ. ომში, (1877-78) თადარიგში გასვლამდე (1892) მსახურობდა დაღესტანში სხვადასხვა ოლქის უფროსად. იყო თბილისის სომხ. გრიგორიანული სემინარიის მზრუნველი და თბილ. საქალაქო საკრედიტო საზ-ბის სამეთვალყურეო კომიტეტის წევრი, საქალაქო სათათბიროს ხმოსანი.

დაკრძალულია თბილისში, ხოჯევანქის სასაფლაოს საგვარეულო აკლდამაში.

მ. გოგიტიძე