ბებუთოვი დავით გრიგოლის ძე

ბებუთოვი დავით გრიგოლის ძე (12. XII. 1855 თბილისი, – 1931, იქვე), რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი (1914), 1872-იდან მსახურობდა ჯარში. მონაწილეობდა რუს.-ოსმ. ომში, (1877–78) 1913–15 მეთაურობდა ტვერის მე-16 დრაგუნთა პოლკს, გენ.-მაიორის წოდება მიენიჭა პენსიაზე გასვლასთან დაკავშირებით.

დაკრძალულია თბილისში, ხოჯევანქის სასაფლაოს საგვარეულო აკლდამაში.

ლ.დოლიძე