ბებურიშვილი (ქალიშვილობის გვარი სულხანიშვილი) თამარ მიხეილის ასული [17 (29). VI. 1881, სიღნაღი, – 26. XII. 1956, თბილისი], პედაგოგი, საზ. მოღვაწე.
1902 შევიდა პეტერბ. ბესტუჟევის ქალთა უმაღლეს კურსებზე, რ-ის დამთავრების შემდეგ 1907 მუშაობა დაიწყო პეტერბ. ტექნოლ. ინ-ტის ქიმ. კათედრაზე. 1910-იდან თბილისში გადმოვიდა და მუშაობდა სხვადასხვა პედ. თანამდებობაზე. 1926 თსუ-ში წაიკითხა „შრომის სკოლის პრინციპის“ კურსი. 1936 მძიმე ავადმყოფობის შემდეგ სმენა დაკარგა და პედ. საქმიანობას ჩამოშორდა. სიკვდილამდე მუშაობდა ი. გოგებაშვილის სახ. სახალხო განათლების ბ-კაში. მისი შრომები ეძღვნება ქიმ. და პედ. აქტუალურ საკითხებს.
თხზ.: ახტალის ვულკანის ტალამის ანალიზი, «თსუ მოამბე», 1923, ტ. 2; კახური ღვინოების ანალიზი, იქვე, 1919 ტ. 1, ნაკვ. 2 (თანაავტ. ნ. ციციშვილი); მეთოდური წერილები, ნაწ. 1, ტფ., 1923; როგორ დავამთავროთ სასწავლო წელი. ტფ., 1927; პედაგოგიური განხრა ცხრაწლედში, «ახალ სკოლისაკენ», 1926, № 4; სკოლის მუშაობის აღრიცხვა, კრ.: მასწავლებლის თანამგზავრი, ტფ., 1927.
დ. გურგენიძე