ბეგალიშვილი ბადრი (ბაადურ) ალექსანდრეს ძე (5. IV. 1933, ქუთაისი, - 16. III. 2013, თბილისი), მსახიობი. საქართვ. სახ. არტისტი (1990).
პროფესიული განათლება არ მიუღია. 1958 – 59 იყო ზუგდიდის შ. დადიანის სახ. სახელმწ. თეატრის მსახიობი. როლები: ზურიკელა (ნ. დუმბაძის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“), არისტო (დ. კლდიაშვილის „სამანიშვილის დედინაცვალი“). 1960 – 63 მოღვაწეობდა თბილ. კ. მარჯანიშვილის სახ. სახელმწ. თეატრში 1963-იდან გარდაცვალებამდე – თბილ. ვ. აბაშიძის სახ. სახელმწ. მუს. თეატრში. როლები: ბაბაჯანა (ლ. იაშვილის „ბაბაჯანას ქოშები“, ი. გრიშაშვილის მიხედვით), კურკა (გ. ცაბაძის „კურკას ქორწილი“, მ. ჯავახიშვილის მიხედვით), დულიტლი (ფ. ლოუს „ჩემი მშვენიერი ლედი“, ბ. შოუს „პიგმალიონის“ მიხედვით), მერძევე ტევიე (ქ. ბოკისა და ჟ. სტაინის მიუზიკლი „მევიოლინე სახურავზე“), ლიპარიტი (შ. მილორავას „კახაბერის ხმალი“, პ. კაკაბაძის პიესის მიხედვით). პარალელურად მუშაობდა რუსთავის სახელმწ. დრამატულ თეატრში. როლები: ილიკო (ნ. დუმბაძის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“), ბესარიონი (დ. კლდიაშვილის „სოლომონ მორბელაძე“). გადაღებულია ფილმებში: ჩარირამა (ჭიპილია; რეჟ. ნ. სანიშვილი, 1972), „ჩირიკი და ჩიკოტელა“ (ჩიკოტელა; რეჟ. ბ. ხოტივარი, 1975), „კაცია ადამიანი! (მოურავი, რეჟ-ები ს. და ქ. დოლიძეები, 1979), „დიმიტრი II“ (ქისა, რეჟ. რ. ხოტივარი, 1982), „თეთრი ბაირაღები“,(მოშიაშვილი, რეჟ. გ. ლორთქიფანიძე, 1990). „ლეონარდო“ (ბენო; რეჟ. დ. ნაცვლიშვილი, 1993) „დონჟუანის დაბადება“ (აღ; რეჟ. გ. კაჭარავა“, 1995), „შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი“ (ჯორჯაძე 1996), „მშრალი ხიდის სიზმრები“ (რეჟ. ნ. ჯანელიძე, 2003), „მაცხოვრის საფლავზე ანთებული სანთელი“ (რეჟ. რ. ჩხეიძე, 2008) მსახიობს ახასიათებდა განცდის სიმართლე, მუსიკალობა, დრამატიზმი, იმპროვიზაციის უნარი.
ა. გვენცაძე