ბეგაშვილი ალექსანდრე ივანეს ძე

ა. ბეგაშვილი

ბეგაშვილი ალექსანდრე ივანეს ძე (14. IV. 1923, სოფ. ანაგა. სიღნაღის მუნიციპ. – 20. I. 1989, თბილისი), პოეტი.

1940–42 სწავლობდა ქუთ. პედ. ინ-ტში, მონაწილეობდა II მსოფლიო ომში. სხვადასხვა დროს მუშაობდა თბილ. მოზარდ მაყურებელთა ქართ. თეატრში, „კომუნისტის“, „მნათობის“, „ლიტერატურული საქართველოს“, „სახალხო განათლების“ რედაქციებში. ლექსების პირველი წიგნი „ჩემი სიყვარული“ 1956 გამოაქვეყნა. აღსანიშნავია მისი კრებულები „ლირიკული ფურცლები“ (1958), „ახალი ლექსები“ (1960), „ნიკორწმინდის ვარსკვლავი’ (1963), „ოცნება, ღამე და თოვა“ (1966), „ლექსები“ (1969), „რასაც ვუგალობ“ (1977), „ლექსები“ (1980), რჩეული კრებ. „აქა მშვიდობა“ (1986). ეწეოდა მთარგმნელობით მუშაობას.