ბეგიაშვილი არჩილ თედორეს ძე (20. I. 1928, თბილისი, – 16. V. 1996, თბილისი), ფილოსოფოსი. ფილოს. მეცნ. დოქტორი (1965), პროფესორი (1971). დაამთავრა თსუ-ის ფილოს. ფაკ-ტი (1949). მოსკ. ნ. კრუპსკაიას სახ. საოლქო პედ. ინ-ტის ფილოს. კათედრის უფროსი მასწავლებელი (1952–58). საქართვ. მეცნ. აკად. ფილოს. ინ-ტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი (1958–68), ფილოს. ინ-ტის ფილოს. ისტორიის განყ-ბის გამგე (1968–74), თსუ-ის ჰუმანიტარული ფაკ-ტების ფილოსოფიის კათედრის გამგე (1974-იდან).
მოღვაწეობის ძირითადი სფეროები: ონტოლოგია, გნოსეოლოგია, ხელოვნების თეორია, თანამედროვე დასავლური ფილოსოფია, ფილოს. პროზა. მისი ზოგიერთი შრომა თარგმნილია გერმანულ, ჩეხურსა და სლოვაკურ ენებზე.
თხზ.: პოეზია, ფილოსოფია, მეთოდოლოგია, თბ., 1990; ფილოსოფიური მოთხრობები, თბ., 1990; Метод анализа в современной буржуазной философии, Тб., 1960; Современная английская лингвистическая философия, Тб., 1965; Проблема начала познания у Б. Рассела и Э. Гуссерля. Тб., 1969; Пределы «структурного» литературоведения, «Вопросы литературы», 1970, № 6; Философия и поэзия, Тб., 1973; Неопозитивизм и экзистенциализм, Тб., 1975; Как возможно нечастнонаучное познание, «Философские науки», 1978, № 1; О системном характере диалекти-Структура метафилософии, Тб., 1993; Normative and evaluative aspects of philosophical propositions, In: «Facts and values», Dordrecht, 1986.