ბედი, ბედისწერა, რელიგიურ-ფილოსოფიური წარმოდგენა ადამიანის ცხოვრების გზის წინასწარი განჩინების შესახებ. ამ შეხედულებით, ადამიანთა ბ. წინასწარ არის განსაზღვრული განგების მიერ.
ქართველთა რელიგ. წარმოდგენით, ადამიანის დაბადებისთანავე ცაზე ჩნდებოდა მისი ბ-ის ვარსკვლავი, ახალშობილს „ბედისმწერლის“ ხელით შუბლზე ეწერებოდა მომავალი ცხოვრება, ცხოვრების ყველა მომენტი, რ-თა შეცვლა მოკვდავს არ შეეძლო. იმავე შეხედულებით, ამქვეყნიურ საქმეებს ხშირად „სულეთის“ ღმერთიც განაგებდა. ქართვ. მთიელებში გავრცელებული რწმენა-წარმოდგენებით „სამზეოში“ისეთი არაფერი ხდებოდა, წინასწარ „სულეთში“ რომ არ ყოფილიყო გადაწყვეტილი. „სულეთის“ ღმერთს ემსახურებოდნენ „მწერელნი“, „ბედის მწერლები“ ან „წერა-მწერალნი“, რ-ებიც ბ-ის წიგნის მონაცემების მიხედვით „იბარებდნენ სულეთში“ ადამიანებს. ანალოგიური წარმოდგენები გავრცელებული იყო აღმოსავლეთისა და ევრ. ხალხებშიც. ქართ. წარმოდგენები ბ-ზე განსაკუთრებით ახლოს დგას შუამდინარეთსა და ანტ. სამყაროში გავრცელებულ რწმენებთან.
ლიტ.: ბ ა რ დ ა ვ ე ლ ი ძ ე ვ., ქართული (სვანური) საწესო გრაფიკული ხელოვნების ნიმუშები, თბ., 1953; მ ა კ ა ლ ა თ ი ა ს., ხევი, ტფ., 1934; ს ა ხ ო კ ი ა თ., ეთნოგრაფიული ჩანაწერები, თბ., 1956.
ი. სურგულაძე