ბედოშვილი ელისო ასლანბეგის ასული

ბედოშვილი ელისო ასლანბეგის ასული (დ. 11.10.1971), სპორტსმენი, მხატვრული ტანვარჯიში. საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი მხატვრულ ტანვარჯიშში. სამგზის მსოფლიო თასის მფლობელი ჯგუფურ ვარჯიშში (1990, ბრიუსელი).

ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული, მეორე და მესამე ადგილის მფლობელი ჯგუფურ ვარჯიშში (1990, გიოტებორგი). მრავალი საერთაშ. ტურნირის გამარჯვებული, საქართვ. მრავალგზის ჩემპიონი.

საქართვ. ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნ. ფედერაციის მთავარი მწვრთნელი მხატვრულ ტანვარჯიშში (1994), საერთაშ. კატეგორიის მსაჯი, გამარჯვებული ნომინაციაში „წლის საუკეთესო მსაჯი“ (2018). მიწვეული იყო ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე (2020, გადაიდო 2021-ისთვის).