ბეზენგის კედელი, ფიცრულა, ქედი მესტიის მუნიციპალიტეტში, კავკასიონის მთავარი ქედის ყველაზე მაღალი, 12 კმ სიგრძის მონაკვეთი. კედელივით არის აღმართული ბალყარეთსა (ჩრდ-ით) და ზემო სვანეთს (სამხრ-ით) შორის. ბ. კ-ს საქართველოში ხალდის კედელსაც ეძახიან. ბ. კ-ზე გაშიშვლებულია კავკასიონის კრისტ. გულის ქანები – ნაცრისფერი გრანიტოიდები, რ-ითაც აგებულია ბ. კ-ის უმაღლესი მწვერვალები: ლალვერი, გისტოლა, კატინთაუ, ჯანღა, შოთა რუსთაველის მწვერვალი, შხარა; მათ შორის 4400–4100 მ სიმაღლის უღელტეხილებია.
ბ. კ-იდან ჩრდ-ით ეშვება კავკასიონის ერთ-ერთი უდიდესი ბეზენგის მყინვარი, ხოლო სამხრ-ით – ხალდისა და შხარის მყინვარები.
ბ. კ-ის მწვერვალების ტრავერსი ერთ-ერთი უძნელესი ალპინისტური მარშრუტია კავკასიონზე.
მ. უთმელიძე