ბეთანელი კონსტანტინე პეტრეს ძე ( 24. XI. 1932, თბილისი, – 6.XII, 2007, თბილისი), მეცნიერი სასარგებლო წიაღისეულის საბადოთა დამუშავების დარგში. საქართვ. მეცნ. აკად. წ.-კორ. (1988). ტექ. მეცნ. დოქტორი (1976), პროფესორი (1981).
1956 დაამთავრა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტის სამთო ფაკ-ტი. 1959–79 იყო სსრკ მეცნ. აკად. სამთო საქმის ინ-ტში მომავლის საწარმოთა ლაბორ. გამგე. 1979-იდან იყო საქართვ. მეცნ. აკად. პრეზიდიუმთან არსებული საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი კომისიის თავ-რის მოადგილე.
ბ-ის შრომები ეხება ახ. ტექ.-ეკონ. დონის შახტების შექმნის თეორ. საფუძვლებს და მეთოდოლოგიას, სასარგებლო წიაღისეულის საბადოთა დამუშავების ტექნოლოგიას, ნახშირის ამოღების მეთოდებს საწმენდ სანგრევებში ადამიანის ყოფნის გარეშე, ქანების მასივის მდგომარეობის მართვას სასარგებლო წიაღისეულის მიწისქვეშა მოპოვების დროს, ბუნებრივი რესურსების კომპლ. რაციონალურ გამოყენებას და ამ დარგში სამეცნ. ტექ. პროგრესის მიმართულებათა პროგნოზირებას.
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
თხზ.: ქანების მასივის მდგომარეობის მართვა, თბ., 1982; Создание шахт нового технико-экономического уровня, М., 1976; Природные ресурсы Грузии и проблемы их рационального использования, Тб., 1991; Минеральные ресурсы Грузии и проблемы их рациональной разработки, Тб., 1992.