ბეთლემის ეკლესია, ფეთხაინი, ხუროთმოძღვრების ძეგლი თბილისში, ფეთხაინის უბანში (ახლანდ. კრწანისის მუნიციპალიტეტი).
გადმოცემის თანახმად, ბ. ე-ს ვახტანგ გორგასლის ზეობის ხანაში ჩაეყარა საფუძველი. მრავალჯერ გადაუკეთებიათ. ჩვენამდე მოღწეული შენობა თავად გივი ამილახვარს აუგია 1740 (მისივე თაოსნობით აშენდა ქაშვეთის აგურის ახ. ეკლესია, დღევანდელის წინამორბედი). 1950 შეაკეთეს ეკლესია, 1956 – სამრეკლო. ამჟამად მოქმედი ქართ. ეკლესიაა.
ლიტ.: კ ვ ი რ კ ვ ე ლ ი ა თ., ძველთბილისური დასახელებანი, თბ., 1985.