ბეკოითი (ბეკოევი) ელიოზ დავითის ძე (3. VII. 1909, სოფ. გერი, ახლანდ. გორის მუნიციპალიტეტი – 3. VII. 1970, ქ. ცხინვალი), ოსი მწერალი.
პირველი მოთხრ. „ახალი სოფელი“ 1929 გამოაქვეყნა. მის ნაწარმოებთაგან აღსანიშნავია ტრილოგია „ფატიმა“ (1947–49–59), რომანები „მოსიარულე განძი“ (1960) და „ფიქრების ფრთებზე“. ბ-მა ოსურად თარგმნა ა. ყაზბეგის, კ. ლორთქიფანიძის, ა. ქუთათელისა და სხვათა თხზულებები. ქართულად ბ-ის მოთხრობები გამოქვეყნებულია „ოსური პროზის ანთოლოგიაში“ (1957), კრებულებში „თეთრი მწვერვალები“ (19620 და „საოცარი ხაბიზგინა“ (1969).
გ. ბესთაუთი