ბელანჟე (Belanger) შარლ (28. V. 1805, პარიზი, – 1878-ის შემდეგ), ფრანგი ნატურალისტი.
1825–29 იმოგზაურა კავკასიაში, ირანსა და ინდოეთში. 28 მარტიდან 15 აპრილამდე იყო თბილისში 1825 წ. დაინტერესდა ადგილ. ფაუნით, მთების აგებულებით. სამხრ.კავკასიაზე შეგროვილ, უმეტესად ეკონ. ხასიათის მასალას თავი მოუყარა წიგნში „მოგზაურობა აღმოსავლეთ ინდოეთში“, რ-შიც საყურადღებო ცნობებია ქართველების, ჩერქეზების, ინგუშების, ოსების, ლეკების, სომხებისა და სხვათა ყოფაზე. ბ. აღწერს თბილისს, მცხეთას, ერევანს და სხვ., საყურადღებოა სტატისტ. მონაცემები თბილისის და სამხრ. კავკ. შესახებ, საქართვ. სამხედრო გზის ეკონ. მნიშვნელობაზე. წიგნს ერთვის სურათები: თბილისი, თბილისის ბაზარი, ქართველი ქალი და მამაკაცი“, „ქართული და ირანული იარაღი,“ „სას.-სამ. ხელსაწყოები“, „მუს. საკრავები“ და სხვ.
ლიტ.: П о л и е в к т о в М. А., Европейские путешественники по Кавказу 1800–1830 гг., Тб., 1946.