ბელგიელთა სააქციო საზოგადოება, საქმიანობა დაიწყო 1900 თბილისში. საზ-ბის ძირითადი კაპიტალი შეადგენდა 9,5 მლნ. ფრანკს, სათადარიგო კაპიტალი – 755936 ფრანკს. ბ. ს. ს-მ ხელშეკრულება დადო ქალაქის თვითმმართველობასთან, რ-ის თანახმად ელექტროწევაზე უნდა გადაეყვანა 11,5 კმ კონკის ხაზი და 10,5 კმ-ით გაეზარდა ტრამვაის ხაზების სიგრძე. ტრამვაის შეუფერხებელი ექსპლუატაციის მიზნით მოაწყო სახელოსნოები (დეპო), სადაც მიმდინარეობდა მოძრავი შემადგენლობის რემონტი. ტრამვაი და მისი დამხმარე საწარმოების ნაწილი ელექტრიფიცირებული იყო. ბ. ს. ს-ის ტრამვაისა და დამხმარე საწარმოების მუშათა რიცხვი 1913-თვის 1200 აღემატებოდა.
ბ. ს. ს. თანდათან აფართოებდა საქმიანობას და 1913-თვის საზ-ბის საწარმოთა ბრუნვამ 30 მლნ. ფრანკს მიაღწია. იგი თბილ. ტრამვაის ექსპლუატაციას ეწეოდა 1915-მდე, მანამდე, ვიდრე თბილ. თვითმმართველობა შეისყიდდა ტრამვაის ხაზებსა და პარკს.
ბ. ს. ს-ს ეკუთვნოდა აგრეთვე ბელგ. ინჟინრის ა. რობის მიერ დაარსებული „თბილისის ელექტროფუნიკულიორის საზოგადოების“ აქციები, მაგრამ როცა ბ. ს. ს. დარწმუნდა, რომ თბილისის ფუნიკულიორი არამომგებიანი იყო, კავშირი გაწყვიტა ფუნიკულიორის საზ-ბასთან.
ნ. შიოლაშვილი