ბელინსაკია თამარ ალექსანდრეს ასული (18. IX. 1918, თბილისი, –16. VI. 2006 თბილისი), ენათმეცნიერ-რუსისტი. ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1966), თსუ-ის რუს. ენის კათედრის პროფესორი (1968). საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1976).
1940 დაამთავრა თსუ 1941-იდან სამეცნ.-პედ. მოღვაწეობას ეწეოდა იქვე. მუშაობდა ფონოლოგიის, რუს, ენის ფონეტიკისა და მართლწერის, რუს. ენის სწავლების მეთოდიკის საკითხებზე. მისი მთავარი ნაშრომია „მონაცვლეობა თანამედროვე რუსულ სალიტერატურო ენაში – ფონოლოგიური ანალიზის ცდა“ (რუს. ენაზე, 1964). ბ. ეწეოდა აგრეთვე მთარგმნელობით მუშაობას; რუს. ენაზე თარგმნა ნ. ბარათაშვილის პოემა „ბედი ქართლისა“ და ლექსები. იკვლევდა მახვილის, ინტონაციისა და რითმიკა-მელოდიკური სტრუქტურების საკითხებს ქართულ ენაში.
2000 მიიღო ღირსების ორდენი.
თხზ.: მეფეთა მეფის დავით IV „აღმაშენებელ“ მსაზღვრელის თარგმანის შესახებ (რუსულ, ფრანგულ, ინგლისურ, გერმანულ და სომხურ ენებზე), თბ., 2000