ბელოკუროვი სერგეი ალექსის ძე

ს. ბელოკუროვი

ბელოკუროვი სერგეი ალექსის ძე [1 (13). IX. 1862 – 3. XII. 1918], რუსი ისტორიკოსი და არქეოგრაფი. პეტერბ. მეცნ. აკად. წ.-კორ. (1903). 1886–1918 მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს მოსკ. მთავარ არქივში, იყო რუს. ისტორიის და სიძველეთა მოსკ. საზ-ბის აქტ. წევრი. იკვლევდა XVI–XVII სს. რუს. საზ. და კულტ. ცხოვრების ისტორიას.

ბ-ს ეკთვნის სპეც. შრომები და საარქივო მასალების პირველი პუბლიკაციები XVI–XVII სს. რუს.-საქართვ. ურთიერთობის ისტორიიდან. ეს ნაშრომები დღესაც ინარჩუნებენ მეცნ. ღირებულებას, პუბლიკაციები ქართველოლოგიის მნიშვნელოვანი წყაროა.

თხზ.: Поездка Старца Арсения Суханова в Грузию (1637 – 1640), «Христианское чтение», 1884, кн. 3–4; Посолбство дьяка Федота Елчина и священника Павла Захарьева в Дадианскую землю (1639–1640). «Чтения в Обществе истории и древностей Российских», 1887, кн. 2; Сношения России о Кавказом, в. 1 (1578–1613), М., 1889; Дело о присылке Шахом Аббасом ризы господней царю Михаилу Феодоровичу в 1625 году, М., 1891–93.

ლიტ.: С.А.  Белокуров (1882–1907), М., 1908; Б о г о с л о в с к и й  М. М., С.А.  Белокуров, «Русский исторический журнал», 1922, кн. 8.

ვ. მაჭარაძე