ბემი, ხელსაწყო, რითაც რადიოსიგნალების გამოყენებით ხდებოდა ნაღმების შორ მანძილზე აფეთქება (ტერმინი „ბ.“ გამომგონებლის ვ. ი. ბექაურისა და ვ. თ. მიტკევიჩის გვარების პირველი მარცვლებიდან წარმოიშვა), შეიქმნა ყოფ. სსრკ-ში 1923–25. არმიის შეიარაღებაში მიღებულ იქნა 1929, როგორც განსაკუთრებული საიდუმლოების ტექნიკა. II მსოფლიო ომის დროს იყენებდნენ ბ-ის გაუმჯობესებულ სახეობებს (ფ.–10, ფ-40) წინასწარ დანაღმული მტრის სამხ. კომუნიკაციების, სტრატეგიული მნიშვნელობის საინჟინრო-ტექ. ნაგებობების, რკინიგზის კვანძებისა და სადგურების, აეროდრომების და სხვ. შორი მანძილიდან გასანადგურებლად.
ლიტ.: Х а р ч е н к о В. А., ...специального назначения (Боевой путь 1-й гвардейской ниж.-саперной бригады). М., 1973.
ი. ბექაური
ე. შოშკოვი