ბენარათერიუმი (Benaratherium), გიგანტური ურქო მარტორქების გვარი ინდრიკოთერიუმების ამომწყდარი ქვეოჯახისა.
გავრცელებული იყო ამიერკავკ. ტერიტორიაზე ოლიგოცენში (დაახლ. 25 მლნ. წლის წინათ). სხვა ინდრიკოთერიუმებისაგან განსხვავებით უფრო პატარები იყვნენ და უფრო მოხდენილი კიდურები ჰქონდათ.
ცნობილია ამ გვარის მხოლოდ ერთი, ტიპობრივი სახეობა – B. callistrati, რ-იც იპოვა ლ. გაბუნიამ ადიგენის რ-ნის სოფ. ბენარის მიდამოებში. იხ. სტ. ბენარის ფაუნა.
გ. მელაძე