ბენდელიანი ჭიჭიკო ყაისარის ძე (29. I. 1914, ჩოხატაური, – 20. VII. 1944, სოფ. ბიტენი, ქ. კაუნასის მახლობლად), საბჭოთა კავშირის გმირი (24. VIII. 1943). გვარდიის მაიორი.
1937 დაამთავრა სევასტოპოლის სამხ. საავიაციო სასწავლებელი. II მსოფლიო (1939–45) ომის დროს იბრძოდა კიევისა და ხარკოვის, სტალინგრადისა და კურსკის მისადგომებთან, უკრ. და პოლ. განთავისუფლებისათვის. მის ანგარიშზეა 410 საბრძოლო გაფრენა, მონაწილეობდა 70-ზე მეტ საჰაერო ბრძოლაში, მოსპო მტრის 30-ზე მეტი თვითმფრინავი. 1941 განახორციელა საჰაერო ტარანი.
დაჯილდოებულია 2 ლენინის ორდენით და სხვა სახელმწიფო ჯილდოებით.
ტ. ჩინჩილაკაშვილი