ბენედიქტე (ერისკაცობაში ვახტანგ ხახუს ძე ბარკალაია) (1834 – 23. XII. 1911), ათონის ახალი ივერიის იოანე ღვთისმეტყველის მონასტრის წინამძღვარი, მისიონერი.
დიდი ამაგი დასდო ათონზე (საბერძნეთი) ქართ. ღვთისმსახურების განმტკიცებას, ქართ. კულტ. კერის დაცვას, ბერძნებთან ურთიერთობის გაფართოებას. შეკრიბა და შეისწავლა ათონის მთასა და ახლო აღმოსავლეთში ქართველთა საეკლ. მოღვაწეობის ამსახველი დოკუმენტები. ბ-ს მისიონერული მოღვაწეობა მიზნად ისახავდა ქრისტიანობისათვის ბრძოლას დას. კავკასიაში.
ფ. სიხარულიძე