(28. I. 1809, ქ. ნერტენი, - 26. VI. 1881, გეტინგენი), გერმანელი ფილოლოგი, ზოგადი ენათმეცნიერებისა და ინდოევროპული ენების სპეციალისტი. იკვლევდა კლასიკურ ენებსა და სანსკრიტს. ბ-ს ძირთადი ნაშრომია „ენათმეცნიერებისა და აღმოსავლური ფილოლოგიის ისტორია გერმანიაში“ (1869).
ლიტერატურათმცოდნეობაში ბ. ფუძემდებელია ე. წ. „შედარებითი“ ან „სესხების“ თეორიისა, რ-იც მან ინდური „პანჩატატრას“ თარგმანის (1859) წინასიტყვაობაში ჩამოაყალიბა. საერთო სიუჟეტების არსებობას ინდურსა და ევროპულ ფოლკლორში ბ. მათი მიგრაციით ხსნიდა. მსოფლიო ხალხთა ზღაპრების ერთადერთ წყაროდ მიიჩნევდა ინდურ ლიტ-რას.
ბ. უარყოფდა ქართ. ენის ნათესაობას ცნობილ ენათა ჯგუფებთან; ქართული მიაჩნდა ცალკე მდგომი ჯგუფის ენად.
ლიტ.: К о к к ь я р а Дж., История Фольклористики в Европе, пер. с итал., М., 1960; Ц а г а р е л и А. А., О грамматической литературе грузинского языка (Критический очерк), СПб., 1873.
ე. ვირსალაძე
თ. შარაშენიძე
თ. უთურგაიძე