ბეჟათუბნის განძი, ძვ. წ. XI–X სს. ბრინჯაოს ნივთების განძი. აღმოჩენილია 1928 სოფ. ბეჟათუბანში (ხარაგაულის მუნიციპ.) ფილებისაგან შეკრულ პატარა ქვის ყუთში (0,35 მ X 0,40 მ) აღმოჩნდა აღმ. ამიერკავკ. ტიპის 5 ცული და სპილენძის ზოდის სამი ნატეხი. ამ ნივთებიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმის ს. ჯანაშიას საქართვ. მუზეუმში ინახება 3 ცული და ზოდის სამივე ნატეხი.
ლიტ.: ქ ო რ ი ძ ე დ., კოლხური კულტურის ისტორიისათვის, თბ., 1965; ჯ ა ფ ა რ ი ძ ე ო., ბეჟათუბნის განძი, «ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწ. მუზეუმის მოამბე», 1950, ტ. 16 B.
გ. ავალიშვილი