ახოიუ, ყმა-გლეხი ფეოდალურ აფხაზეთში. მიმაგრებული იყო მიწაზე, შეიძლებოდა მისი ყიდვა-გაყიდვა და გაჩუქება. შეესაბამებოდა ქართველ მებეგრე გლეხს (სამეგრელოში – მოინალე, სამურზაყანოში – დოლმახორე).
ა. აფხაზეთის გლეხობის 15 – 20%-ს შეადგენდა.
ლიტ.: Дзидзария Г. А., Народное хозяйство и социальные отношения в Абхазии в XIX в., Сух., 1958.
ზ. ანჩაბაძე