ახსირხვა

ახსირხვა, მთა ჩხალთის ქედზე. სიმაღლე 2734 მ. აგებულია ბაიოსური პორფირიტებით. მთის სოჭნარ-წიფლნარ ტყეს 1800 – 1900 მ ზემოთ სუბალპ. მაღალბალახეულობა და ალპ. მდელოები ცვლის.