ბაგრატიონი ირაკლი გიორგის ძე

ბაგრატიონი ირაკლი გიორგის ძე (21. III. 1909, თბილისი, – 30. X. 1977, მადრიდი), ბაგრატიონთა მუხრანბატონების შტოს შთამომავალი.

მცირეწლოვანი ბ. მშობლებთან ერთად ემიგრაციაში წავიდა. 1940 რომში დაქორწინდა იტალ. გრაფის ჰუგო პასკუინის ასულზე – მარია ანტუანეტაზე, რ-ისგანაც შეეძინა შვილი გიორგი. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ (1944) ბ. საცხოვრებლად ესპანეთში გადავიდა, სადაც 1946 ესპანელი ბურბონი – ინფანტა მარია-მერსედეს გავიერა შეირთო, რ-იც ესპანეთის მეფის ალფონსო XIII-ის დის-მარია ტერეზა ბურბონის ქალიშვილი იყო. მათ ეყოლათ ქალ-ვაჟი - მარიამი (დ. 1947) და ბაგრატი (დ. 1949). ინფანტას გარდაცვალების შემდეგ ბ. 1961 დაქორწინდა მარია პასკუალზე.

ლიტ.: F e r r a n d  J., Familles Princières de Géorgie, Montreuil, 1983.

გ. შარაძე