ბადია

ბადია, საწვნე ჭურჭელი დიდი და ღრმა, ქუსლიანი ჯამი, უმეტესად ლითონისა (სპილენძი ან ვერცხლი), აგრეთვე თიხისა და ხისა.

სულხან-საბას განმარტებით ბ. არის დიდი ჯამი, რითაც ნადიმზე წვნიანი შემოჰქონდათ.

გ. გასიტაშვილი