ბაბარი

ბაბარი (შუმერულად ბაბბარ < ბარბარ ‒ ბრიალა, თეთრ-თეთრი), შუმერთა მზის ღვთაება, მზის ღმერთის უთუს ანუ შამაშის ერთ-ერთი სახელი. მას უკავშირებენ ქართ. წარმართულ ღვთაებას ბარბარეს (იხ. ბარბარობა).

ლიტ.: ბ ა რ დ ა ვ ე ლ ი ძ ე  ვ., ქართველთა უძველესი სარწმუნოების ისტორიიდან (ღვთაება ბარბარ-ბარბარ), თბ., 1941.

ზ. კიკნაძე